1. ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოსა და ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ პირადად შესრულებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლი ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკების ან სპორტსმენების მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიმართ, თუ მათი ამ სახელმწიფოში ყოფნის დაფინანსება მთლიანად ან ძირითადად ხდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო სახსრებიდან ან მისი ერთ-ერთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ამ მეორე სახელმწიფოში აღიარებული საზოგადოებრივი (საქველმოქმედო) ორგანიზაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ