1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები, სხვა მსგავსი ანაზღაურება და ანუიტეტები დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, თუ პენსიები თავისუფლდება გადასახადისაგან იმ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიშვა, მაშინ ეს პენსიები ასევე გათავისუფლდება გადასახადისაგან იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის შემოსავლის მიმღები მიმღები.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) ტერმინი „პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება” ნიშნავს პენსიაში გასვლის შემდეგ წარსულში დასაქმების სანაცვლოდ ან წარსულში დასაქმებასთან დაკავშირებით კომპენსაციის სახით მიღებულ პერიოდულ გადახდებს;
ბ) ტერმინი „ანუიტეტი” ნიშნავს თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის პერიოდულად, განსაზღვრულ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეული, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადეკვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით ან შესაბამისი ფასეულობი