1. მე-16 (დირექტორთა ჰონორარები), მე-18 (პენსიები) და მე-19 (სახელმწიფო სამსახური) მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუკი დაქირავებული შრომა ხორციელდება ასეთი სახით, ასეთი ანაზღაურებანი შეიძლება გადასახადით დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომით მიღებული გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

a) მიმღები იმყოფება ამ მეორე სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში,რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის საგადასახადო წელს, და

b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და

c) გასამრჯელო არ გაიცემა მუდმივი დაწესებულების ან მუდმივი ბაზის მიერ, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, ან საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან, შეიძლება გადასახადით დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საწარმო, რომელიც ეწევა ასეთი სახის ტრანსპორტის ექსპლუატაცია