1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს ან არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ახორციელებდა ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ისე, როგორც ზემოთაა ნახსენები. მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება:
a) ასეთ მუდმივ დაწესებულებას;
b) საქონლის ან ნაკეთობათა გაყიდვებს ამ მეორე სახელმწიფოში, რომლებიც ემთხვევა ან მსგავსია საქონლისა ან ნაკეთობების, რომლებიც იყიდება მუდმივი დაწესებულების საშუალებით; ან
c) სხვა სამეწარმეო საქმიანობას, განხორციელებულს ამ მეორე სახელმწიფოში, რომელიც თავისი ხასიათით ემთხვევა ან მსგავსია ასეთი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისა.
2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, როცა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს ან ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და ცალკე საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული, იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივი დაწესებულებასაც იგი წარმოდგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისაგან დამოუკიდებლად, ეს ხარჯები გაწეულია სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან სხვა ადგილას.
არ დაიშვება მუდმივი დაწესებულებისათვის იმ თანხის გამოქვითვა, რომელიც გადახდილია მისი სათავო ოფისისათვის ან რეზიდენტის სხვა ნებისმიერი ოფისისათვის როიალტის გადახდის გზით, ჰონორარების, ან სხვა მსგავსი გადახდების დაბრუნებაში პატენტებისა, ან სხვა უფლებების გამოყენებისათვის, ან საკომისიო გადახდების გზით კონკრეტული მომსახურების გაწევისათვის, ან მენეჯმენტისათვის, ან პროცენტის გადახდის გზით თანხაზე,რომელიც სესხად მიეცა მუდმივ დაწესებულებას.
4. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ ხელშეკრულების სხვა მუხლებში, მაშინ იმ მუხლის დებულებებს არ შეეხება ამ მუხლის დებულებები.
6. წინამდებარე პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუკი რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება ამ წესის შესაცვლელა