1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
ამასთან, არ დაიშვება ამგვარი გამოქვითვები შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) იმ თანხების მიმართ, რომლებიც გადახდილია (ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების გარდა) მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოს სათავო ოფისისათვის ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისათვის როიალტის, საფასურის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასახდელის გადახდის გზით პატენტის ან სხვა უფლებების გამოყენების სანაცვლოდ, საკომისიოს სახით გადახდილი თანხები რაიმე სპეციფიკური მომსახურების ან მენეჯმენტის სანაცვლოდ ან საბანკო დაწესებულების შემთხვევების გარდა, მუდმივი დაწესებულებისათვის ფულის სესხების საფუძველზე პროცენტის გადახდის გზით;
ბ) იმ თანხების მიმართ (ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების გარდა), რომელსაც მუდმივ დაწესებულებას უხდის საწარმოს სათავო ოფისი ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისი, როიალტის, საფასურის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასახდელის გადახდის გზით პატენტის ან სხვა უფლებების გამოყენების სანაცვლოდ, საკომისიოს სახით გადახდილი თანხები რაიმე სპეციფიკური მომსახურების ან მენეჯმენტის სანაცვლოდ ან საბანკო დაწესებულების შემთხვევების გარდა, საწარმოს სათავო ოფისის ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისათვის ფულის სესხების საფუძველზე პროცენტის გადახდის გზით.
4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; განაწილების მეთოდი ამასთან უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი იმყოფებოდეს ამ მუხლის პრინციპებთან შესაბამისობაში.
5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შეძენის საფუძველზე.
6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მათზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზ