1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს ან ახორციელებდა თავის საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავსი საქმიანობით დაკავებულ, იმავე, ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი შესაბამისი კანონის ან მარეგულირებელი აქტების გათვალისწინებით. ამასთან, ასეთი გამოქვითვები არ დაიშვება იმ თანხების მიმართ, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გადახდილია (ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების გარდა) მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოს სათავო ოფისისათვის ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისათვის როიალტის, საფასურის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასახდელის გადახდის გზით პატენტის ან სხვა უფლებების გამოყენების სანაცვლოდ, ან სპეციალური მომსახურების გაწევისათვის ან მართვისათვის საკომისიოს გადახდის სახით, ან საბანკო დაწესებულების გარდა, მუდმივი დაწესებულებისათვის ფულის სესხების საფუძველზე პროცენტის გადახდის გზით. ასევე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება თანხები (ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების გარდა), რომელსაც მუდმივ დაწესებულებას უხდის საწარმოს სათავო ოფისი ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისი, როიალტის, საფასურის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასახდელის გადახდის გზით პატენტის ან სხვა უფლებების გამოყენების სანაცვლოდ, ან სპეციალური მომსახურების გაწევისათვის ან მართვისათვის საკომისიოს გადახდის სახით, ან საბანკო დაწესებულების გარდა, საწარმოს სათავო ოფისის ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისათვის ფულის სესხების საფუძველზე პროცენტის გადახდის გზით.
4. მუდმივ დაწესებულებას მოგება არ მიეწერება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
5. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა მიღებულია საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს დასაბეგრი მოგების ოდენობის ამგვარი განაწილების წესით განსაზღვრაში. განაწილების მიღებული მეთოდი ამასთან უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი იმყოფებოდეს ამ მუხლის პრინციპებთან შესაბამისობაში.
6. ამ მუხლის წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, სანამ მის შესაცვლელად რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ წარმოიშობა.
7. როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ან კაპიტალის მატების ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ იმ მუხლების დებულებებზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებ