1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე, საწარმოთა მიერ გადახდილ ხელფასსა და გასამრჯელოზე, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, კერძოდ:
საქართველოს შემთხვევაში:
საშემოსავლო გადასახადი;
მოგების გადასახადი;
ქონების გადასახადი;
(შემდგომში - საქართველოს გადასახადი);
ქუვეითის შემთხვევაში:
კორპორაციის საშემოსავლო გადასახადი;
ქუვეითის სააქციო კომპანიების მიერ წმინდა მოგებიდან ქუვეითის მეცნიერების განვითარების ფონდში (KFAS) შენატანი;
ზაკატი;
დასაქმების ეროვნული კანონის მხარდამჭერი გადასახადი;
(შემდგომში - ქუვეითის გადასახადი).
4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური, ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იქნება ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე