1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით და, ასევე, კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(i) მოგების გადასახადი;

(ii) საშემოსავლო გადასახადი;

(iii) ქონების გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”);

b) კვიპროსის რესპუბლიკის შემთხვევაში:

(i) მოგების გადასახადი;

(ii) კორპორაციის მოგების გადასახადი;

(iii) რესპუბლიკის თავდაცვისათვის განკუთვნილი სპეციალური შენატანი;

(iv) გადასახადი კაპიტალის მატებიდან მიღებულ შემოსავალზე;

(v) უძრავი ქონების გადასახადი;

(შემდგომში „კვიპროსის გადასახადი”).

4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე