1. საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემების და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებულ შემოსავალი მოიცავს:
a) საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების ეკიპაჟითა და სრული აღჭურვილებით (სამუშაო დრო ან რეისი) გაქირავებით მიღებულ შემოსავალს;
b) საზღვაო გემებისა ან საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისა და სრული აღჭურვილობით გაქირავებით მიღებულ შემოსავალს;
c) კონტეინერების (მათ შორის, ტრაილერების, ბარჟებისა და ანალოგიური აღჭურვილობის, რომელიც განკუთვნილია კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის) გამოყენებით, შენახვით ან გაქირავებით მიღებულ შემოსავალს.
3. ამ მუხლის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზ