1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლების მთლიანი თანხა, ან მისი ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების და კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(
i) საწარმოთა მოგების გადასახადი;
(
ii) საწარმოთა ქონების გადასახადი;
(
iii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(
iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“)
b) გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში:
(
i) საშემოსავლო გადასახადი;
(
ii) კორპორაციული გადასახადი; და
(
iii)კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადი;
(შემდგომში „გაერთიანებული სამეფოს გადასახადი“)
4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომელიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე