1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში, სახმელეთო სივრცის, შიდა წყლებისა და ტერიტორიული ზღვის, მათ ზევით არსებული საჰაერო სივრცის ჩათვლით, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს, ასევე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვენერული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი ,,გაერთიანებული სამეფო” ნიშნავს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული ზღვის მიღმა მდებარე ნებისმიერი სივრცის ჩათვლით, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიჩნეულია ან მომავალში შესაძლოა იქნეს მიჩნეული, კონტინენეტური შელფის შესახებ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, სივრცედ, რომლის ფარგლებში ზღვის ფსკერზე, წიაღსა და მათ ბუნებრივ რესურსებზე შესაძლოა განხორციელდეს გაერთიანებული სამეფოს უფლებები;

c) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან გაერთიანებულ სამეფოს, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას და არ მოიცავს ამხანაგობას;

e) ტერმინი ,,კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;

f) ტერმინი ,,საწარმო” გამოიყენება ნებისმიერი ბიზნესის (ეკონომიკური საქმიანობის) მიმართ;

g) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

h) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას გემებით ან საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გემების ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

i) ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(
i) საქართველოს შემთხვევაში - ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, და

(
ii) გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში – საგადასახადო დეპარტამენტის რწმუნებულს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

j) ტერმინი ,,ნაციონალური პირი” ნიშნავს:

(
i) საქართველოს შემთხვევაში ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა და ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ასოციაციას, რომელთაც თავიანთი სტატუსი მიღებული აქვთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

(
ii) გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ბრიტანეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ნებისმიერ ბრიტანელს, რომელსაც არა აქვს თანამეგობრობის ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან ტერიტორიის, მოქალაქეობა და აქვს გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების შეუზღუდავი უფლება; აგრეთვე ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას, ასოციაციას ან ნებისმიერ სხვა სუბიექტს, რომელთაც თავიანთი სტატუსი მიღებული აქვთ გაერთანებული სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

k) ტერმინი ,,ბიზნესი” (ეკონომიკური საქმიანობა) მოიცავს პროფესიული მომსახურების გაწევას და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობას;

l) ტერმინი ,,კაპიტალი” ნიშნავს უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი კერძოდ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნაღდ ფულს, აქციებს ან ქონებრივი უფლებების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს, ობლიგაციებს, ან სხვა სავალე ვალდებულებებს; იგი აგრეთვე მოიცავს პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს ან მსგავს უფლებებსა და ქონებას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭება იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები