1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ბენეფიციალურ მფლობელობაში არსებული პროცენტი იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინი ,,პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან. ტერმინი არ შეიცავს შემოსავლის რომელიმე სახეს, რომელიც ამ შეთანხმების მე-10 მუხლის დებულებათა შესაბამისად განიხილება, როგორც დივიდენდი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს იმ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც გადახდილია პროცენტი, მჭიდროდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, ნებისმიერი მიზეზის არსებობის მიუხედავად, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში წარმოშობილი ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ სავალე ვალდებულებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალები