1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, მოძრავი ან უძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) ჩეხეთის რესპუბლიკაში;
(i) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(ii) გადასახადი იურიდიულ პირთა შემოსავლებზე;
(iii) უძრავი ქონების გადასახადი;
(შემდგომში „ჩეხეთის გადასახადი“);
b) საქართველოში:
(i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) მოგების გადასახადი;
(iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“).
4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე