1. ამ შეთანხმების მიზებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „ჩეხეთის რესპუბლიკა“ ნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას, რომელზეც ჩეხეთის კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის სუვერენული უფლებები;
b) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
c) ტერმინები „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკას ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნას ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;
f) ტერმინი „საწარმო“ გამოიყენება ნებისმიერი ბიზნესის მიმართ;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
i)ტერმინი „ბიზნესი“ ნიშნავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს მოგების, ანაზღაურების ან კომპენსაციის მიღებას, ასეთი საქმიანობის შედეგების მიუხედავად. ის აგერთვე მოიცავს პროფესიული მომსახურების გაწევას და დამოუკიდებელი ხასიათის სხვა საქმიანობას;
J) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
K) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
i) ჩეხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
ii) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები