1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს ამ გემის მიწერის ნავსადგური. ამგვარი მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარედ, ვის რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი, რომელიც გემის ექსპლუატაციას ახორციელებს.
3. პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგერთვე იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდა