1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს:
a) საქართველოს შემთხვევაში: ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან ან კაპიტალთან მიმართებაში.
b) ქუვეითის შემთხვევაში: ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქუვეითში და წარმოადგენს ქუვეითის ნაციონალურ პირს და კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ქუვეითში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზანებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მოიცავს შემდგომს:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობას და მის ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;
b) ნებისმიერ სამთავრობო ინსტიტუტს, რომელიც შექმნილია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, როგორიცაა: კორპორაცია, ცენტრალური ბანკი, ფონდი, ხელისუფლების ორგანო, დაწესებულება, სააგენტო ან სხვა მსგავსი ერთეული;
c) ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაფუძნებულ ნებისმიერ ერთეულს, რომლის კაპიტალი მთლიანად ეკუთვნის ამ ხელშეკვრელ სახელმწიფოს ან მის ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელთანაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, რომელთანაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არც ერთ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი (რეგისტრაციის ადგილი