1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
ა) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
ბ) ტერმინი “ეგვიპტე” ნიშნავს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიას და როდესაც გამოიყენება გეოგრაფიული მნიშვნელობით, მოიცავს ტერიტორიულ ზღვასა და მის ქვემოთ მიმდებარე ზონას, რომელთა მიმართ ეგვიპტე ახორციელებს თავისი სუვერენულ უფლებებს ეგვიპტური კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომელიც არის და შეიძლება ამის შემდგომ აღნიშნულ იქნეს ზონად, რომელზეც ეგვიპტეს შეუძლია განახორციელოს უფლებები ფსკერსა და წიაღზე და მის ბუნებრივ რესურსებზე;
გ) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ეგვიპტეს, კონტექსტის შესაბამისად;
დ) ტერმინი “პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
ე) ტერმინი “კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული.
ვ) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
ზ) ტერმინი “გადასახადი” ნიშნავს საქართველოს გადასახადს ან ეგვიპტურ გადასახადს, კონტექსტის შესაბამისად;
თ) ტერმინი “საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემით ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოში ფაქტობრივი ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემის და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
ი) ტერმინი “კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) ეგვიპტის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
კ) ტერმინი “ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან
მიმართებაში ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნულობა ან მოქალაქეობა; და
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ამხანაგობას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები