1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
ა) საქართველოს შემთხვევაში:
i) მოგების გადასახადი;
ii) საშემოსავლო გადასახადი;
iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში “საქართველოს გადასახადი”).
ბ) ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის შემთხვევაში:
i) ფიზიკური პირის შემოსავლებზე გადასახადები, მათ შორის:
1. შემოსავალი ხელფასიდან და გასამრჯელოდან;
2. შემოსავალი კომერციული და სამრეწველო საქმიანობიდან;
3. შემოსავალი პროფესიული საქმიანობიდან (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება);
4. შემოსავალი უძრავი ქონებიდან (მათ შორის, სასოფლო სამეურნეო მიწა, შენობები და მომარაგების პუნქტები);
ii) იურიდიული პირების მოგების გადასახადზე;
iii) წყაროსთან დაკავებულ გადასახადზე;
iV) დამატებითი გადასახადები, რომელიც დაწესებულია როგორც გადასახადის პროცენტი, რომელიც მოხსენიებულია ზემოთ ან სხვა შემთხვევაში;
(შემდგომში “ეგვიპტური გადასახადი”).
4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
განსაზღვრებე