1. ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სახელით, მიუხედავად მათი გადახდევინების მეთოდისა.
2. შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა სახის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან შემოსავლისა და კაპიტალის ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს საერთო თანხებზე გადახდევინებული გადასახადების, აგრეთვე, კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.
3. არსებულ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია, კერძოდ, წარმოადგენენ:
a) საქართველოში:
(i) საწარმოთა მოგებაზე (შემოსავალზე) გადასახადი;
(ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(iii) საწარმოთა ქონებაზე გადასახადი;
(iv) ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადი;
(შემდგომში წოდებული, როგორც "საქართველოს გადასახადები").
b) ყაზახეთის რესპუბლიკაში;
(i) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოსავლებზე გადასახადი;
(ii) იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადი;
(შემდგომში წოდებული, როგორც "ყაზახეთის გადასახადები").
4. კონვენცია აგრეთვე გამოიყენება ნებისმიერი იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადის მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელმოწერის თარიღის შემდეგ დამატებით იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შესახე