1. ეს კონვენცია ვრცელდება შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.
2. შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, ქონების მთლიანი თანხიდან ან შემოსავლისა და ქონების ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე, ქონების ნამეტი ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
3. არსებულ გადასახადებს, რომლებზედაც ვრცელდება ეს კონვენცია, წარმოადგენენ:
a) საქართველოში:
(I) საწარმოს მოგების (შემოსავლების) გადასახადი;
(II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(III) საწარმოთა ქონების გადასახადი; და
(IV) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი.
(შემდგომში წოდებული, როგორც „საქართველოს გადასახადები“).
b) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში:
(I) საწარმოებისა და ორგანიზაციების ცალკეული სახის შემოსავლებსა და მოგებაზე გადასახადი;
(II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი; და
(III) ქონების გადასახადი.
(შემდგომში წოდებული, როგორც „აზერბაიჯანის გადასახადები“).
4. ეს კონვენცია ვრცელდება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელის მოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შესახე