1. დივიდენდები, რომლებიც ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი იქნება მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.
2. ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ მხარის სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიცაა დივიდენდების გადამხდელი კომპანია, აღნიშნული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს.
ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დასაბეგრ მოგებას, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.
3. ტერმინი „დივიდენდები“ მითითებულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, აქციების ან უფლებების სარგებლობიდან. სამთომომპოვებელი მრეწველობის აქციები, დამფუძნებელთა აქციებიდან და სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ საკრედიტო ვალდებულებებს, იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, აგრეთვე სხვა კორპორაციული უფლებებიდან შემოსავალი, რომლებიც ექვემდებარება ანალოგიურ საგადასახადო რეგულირებას, როგორც აქციიდან შემოსავალი, იმ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობების შესაბამისად, რომლის რეზიდენტადაც ითვლება მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს ეკონომიკურ (სამეწარმეო) საქმიანობას მეორე მხარის სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან მეორე მხარის სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურების გაწევას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან, და ჰოლდინგს, რომელთა მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად მიეკუთვნება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავლს მეორე მხარის სახელმწიფოდან, მეორე მხარის სახელმწიფოს შეუძლია არ დაბეგროს აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დივიდენდები გაიცემა ამ მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტზე ან, თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გაიცემა დივიდენდები, ნამდვილად მიეკუთვნება მეორე მხარის სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას.
6. კომპანიის მოგება, რომელიც არის ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი და ახორციელებს ეკონომიკურ(სამეწარმეო) საქმიანობას მეორე მხარის სახელმწიფოში, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, შეიძლება, მე-7 მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის შემდეგ, დაიბეგროს დარჩენილი ნაწილი იმ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც არსებობს მუდმივი დაწესებულება, იმ პირობით, რომ ამგვარად ამოღებული გადასახადის განაკვეთი არ აღემატება მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ოდენობა