1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მე-6 მუხლში აღნიშნული და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილ მეორე ხელეშმკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავალი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ფიქსირებული ბაზის ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად), ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

4. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი. ამასთან, წინა წინადადებაში აღნიშნული კაპიტალის ნამეტი, რომელიც წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ქონების შეძენასა და გასხვისებას შორის პერიოდი არ აღემატება ერთ წელ