1. შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან არ გამომდინარეობს სხვა რამ:

a) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიულ წყლებს, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის ჩათვლით, რომელთა მიმართ, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;

b) ტერმინი „პოლონეთი“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიას, მათ შორის ყველა ტერიტორიას ტერიტორიული წყლების გარეთ, რომელთა მიმართ, პოლონეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, პოლონეთს შეუძლია განახორციელოს სუვერენული უფლებები საზღვაო ფსკერის, მისი წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მიმართ;

c) ტერმინი „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, ან პირთა ნებისმიერ გაერთიანებას;

d) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ გაერთიანებას ან სხვა ნებისმიერ ეკონომიკურ წარმონაქმნს, რომელიც გადასახადების დაბეგვრის მიზნით არ განიხილება როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;

e) ტერმინი „ერთი მხარის სახელმწიფო“ და „მეორე მხარის სახელმწიფო“ კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს საქართველოს ან პოლონეთის რესპუბლიკას;

f) ტერმინი „ერთი მხარის სახელმწიფო საწარმო“ და „მეორე მხარის სახელმწიფო საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას ერთი მხარის სახელმწიფო საწარმოს მიერ ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, სარკინიგზო ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ერთი და იმავე მხარის სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h) ტერმინი „ფაქტობრივი ხელმძღვანელი ორგანო“ ნიშნავს ადგილს, საიდანაც ხორციელდება კომპანიის ფაქტობრივი მართვა და კონტროლი, ადგილს, სადაც მიიღება გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე კომპანიის მართვისათვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე, ადგილს, რომელიც ძირითად როლს ასრულებს კომპანიის მართვაში, ეკონომიკური და ფუნქციონალური თვალსაზრისით და ადგილს, სადაც ინახება ყველაზე მნიშვნელოვანი საბუღალტრო წიგნები;

i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

(I) საქართველოსთან მიმართებაში – ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

(II) პოლონეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში – ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

j) ტერმინი „ეროვნული პირი“ ნიშნავს:

(I) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა;

(II) ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც, მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ასეთი სტატუსი.

2. მხარის სახელმწიფოს მიერ შეთანხმების გამოყენებისას ნებისმიერ განუსაზღვრელ ტერმინს გადასახადებთან მიმართებაში ენიჭება იმავე მნიშვნელობა, როგორიც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით, თუ კონტექსტიდან არ გამომდინარეობს სხვა რა