1. a) ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიორიული ქვედანაყოფის, ან ხელისფულების ადგილობრვიი ორგანოს მიერ ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული გასამრჯელო, ამ სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული მომსახურებისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b)ამასთან, ამგვარი გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ მომსახურება ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:

(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით.

2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული მომსახურებისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b)ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.

3. ამ კონვენციის მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება გასამრჯელოებსა და პენსიებზე მომსახურების მიმართ, რომელიც გაწეულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ კომერციული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირები