1. შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ერთი მხარის სახელმწიფო რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი (როგორიცაა თეატრის, კინოს, რადიოს, ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი), ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე მხარის სახელმწიფოში გახორციელებული კერძო საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.
2. თუ შემოსავალი კერძო საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, როგორც ასეთი, დაერიცხება არა თვით მას, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი მიუხედავად ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებებისა, შეიძლება დაიბეგროს იმ მხარის სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება აღნიშნული ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების საქმიანობა.
3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლში, გათავისუფლდება დაბეგვრისაგან იმ მხარის სახელმწიფოში, რომელშიც მსახიობი ან სპორტსმენი ახორციელებს საქმიანობას, თუ მსახიობის ან სპორტსმენის ეს საქმიანობის მნიშვნელოვანი წილის (50%-ზე მეტი) დაფინანსება ხდება მეორე მხარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ფონდების მიერ, ან თუ ეს საქმიანობა ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოებს შორის გაფორმებულ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზ