1. ერთი მხარის სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიერ ფიზიკური პირისადმი ამ სახელმწიფოსათვის გაწეული სამსახურისათვის გადახდილი გასამრჯელო, იბეგრება მხოლოდ ამ მხარის სახელმწიფოში.

2. თუმცა ასეთი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე მხარის სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ მხარის სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:

I) არის ამ სახელმწიფოს ეროვნული პირი; ან

II) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით.

3. ნებისმიერი პენსია, რომელიც გაიცემა ერთი მხარის სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ იმ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც გაწეულ იქნა ამ მხარის სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ მხარის სახელმწიფოში. აღსანიშნავია, რომ ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე მხარის სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი არის ამ მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი ან მისი ეროვნული პირი.

4. მე-15, მე-16 და მე-18 მუბლების დებულებები გამოიყენება ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიერ ეკონომიკური (სამეწარმეო) საქმიანობის შესრულებისას გაწეული მომსახურების ანაზღაურების და პენსიებთან დაკავშირები