1. მოცემულ კონვენციაში, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიას, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვას, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფას, რომელთა მიმართაც საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

b) ტერმინი „იტალია“ ნიშნავს იტალიის რესპუბლიკას, რომელიც მოიცავს ტერიტორიას და ზღვის ნაწილს, რომელზეც იტალიას, თავისი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გააჩნია სუვერენული უფლებები ასეთი ზონის – ბუნებრივი რესურსების გმოკვლევის, მოპოვების ან გამოყენების მიზნით;

c) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი მხარე“ და „მეორე ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს საქართველოსა და იტალიას გამომდინარე კონტექსტიდან;

d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს იურიდიულ პირს ან ნებისმიერ წარმონაქმნს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება იურიდიულ პირად;

f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ტრანსპორტის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პნუქტებს შორის;

h) ტერმინი „მოქალაქე“ ნიშნავს

a) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;

b) ნებისმიერ იურიდიულ პირს, კომპანიას ან ასოციაციას, რომლებმაც თავიანთი სტატუსი მოიპოვეს ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად

i) საქართველოს შემთხვავაში ფინანსთა სამინისტროს

j) იტალიის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროსდ

2. ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას აქვს გამოყენებისას ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცი