1. პროფესორი ან მასწავლებელი, რომელიც უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლაში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში სწავლების ან კვლევის ჩატარების მიზნით ხელშემკვრელ სახელმწიფოში დროებითი ყოფნის დროს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ აღემატება ორ წელიწადს, და რომელიც წარმოადგენს, ან უშუალოდ ამ ვიზიტის წინ წარმოადგენდა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს განთავისუფლდება გადასახადისაგან პირველ ხელშემკვრელ სახელმწიფოში სწავლებისა და კვლევითი სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება შემოსავალზე, მიღებული კვლევითი სამუშაოებიდან, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კერძო პირის ან პირების პირადი გამორჩენისათვი