1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში.

2. სამხედრო დანიშნულების ქონების შემადგენელ ნაწილებსა და საკუთვნებელზე, რომელიც არ გამოიყენება სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში, ვრცელდება ამ დებულებით დადგენილი სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის სხვა ფორმები.

3. სამხედრო დანიშნულების ქონების სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში გამოყენების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება მიიღება სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. სამხედრო დანიშნულების ქონების გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ დგება გამოყენების აქტი, რაც წარმოადგენს გამოყენებული სამხედრო ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესი