1. სამხედრო დანიშნულების ქონების − მოძრავი ნივთის აუქციონის გარეშე უსასყიდლოდ გადაცემის ფორმით სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღები შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო და საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ ამგვარი ქონების მისთვის გადაცემას საფუძვლად უდევს:
ბ.ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
ბ.ბ) მშვიდობისა და უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ.გ) გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარება.
2. სამხედრო დანიშნულების ქონება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს შეიძლება, უსასყიდლოდ გადაეცეს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღების სახელწოდება, ადგილმდებარეობა, საიდენტიფიკაციო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი კოდი;
ბ) საკუთრებაში გადასაცემი ქონების დასახელება/აღწერილობა, რაოდენობა/მოცულობა, სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია;
გ) საკუთრებაში გადაცემის მიზანი, მისი განთავსების ადგილი და სხვა პირობები;
დ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული წერილობითი გადაწყვეტილება მიიღება 2 თვის ვადაში.
5. სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მიღებული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების საკუთრებაში მიმღების დასახელებას, ადგილმდებარეობას, საიდენტიფიკაციო ან სხვა მაიდენტიფიცირებელ კოდს;
ბ) საკუთრებაში გადასაცემი ქონების დასახელებას/აღწერილობას, რაოდენობას/ მოცულობას, სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
გ) საკუთრებაში გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამინისტროსთან შეთანხმებით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში, დაწესებულებასა და სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაწესებულებისთვის წარმოადგენს ამ ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველ