1. სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის საფასური არ უნდა შეადგენდეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგენილ საფასურზე ნაკლებს.

2. საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სამინისტროს მიერ სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, საფასური ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში − საფასური წარმოადგენს მის საკუთრებას.

3. საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის საფასურის ხარჯვისას პრიორიტეტულია საქართველოს თავდაცვის ძალების საჭიროებების დაკმაყოფილება, აგრეთვე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოება, მოდერნიზება (გადაკეთება), რემონტი, აღდგენა, განადგურება და უტილიზაცია (გადამუშავება