მუხლი 2. სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის პრინციპები
თავი I — ზოგადი დებულებები
სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) უსაფრთხოების ინტერესებთან თავსებადობა და მისი პრიორიტეტულობა;
გ) სამოქალაქო ბრუნვის მიზანშეწონილობა;
დ) საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (მათ შორის, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ) დაცვა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №595, 20.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.023151 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5316661/muxli-2-2/