ა) „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 34-ე პუნქტის ნაცვლად გამოიყენება ეს დადგენილება;
ბ) არ გამოიყენება „ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ამ დადგენილებით იქნება მოწესრიგებული;
გ) არ გამოიყენება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ივლისის №424 დადგენილება