1. სამხედრო დანიშნულების ქონება სარგებლობაში შესაძლებელია მიიღოს:
ა) საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანომ, მუნიციპალიტეტმა ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა;
ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანომ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ;
გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა.
2. სამხედრო დანიშნულების ქონება უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, შეიძლება გადაეცეს:
ა) საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ გადაცემას საფუძვლად უდევს:
ბ.ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
ბ.ბ) მშვიდობისა და უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ.გ) გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარება;
გ) კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელს, პარტნიორს ან აქციონერს წარმოადგენს დაწესებულება, აგრეთვე ფიზიკურ პირს, თუ:
გ.ა) მათ ამგვარი ქონება ესაჭიროებათ დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების ან ერთობლივი პროექტის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე;
გ.ბ) ამგვარი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნების/ამოცანების, აგრეთვე ქვეყნის ტოტალური თავდაცვის მიდგომის რეალიზებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სამხედრო დანიშნულების ქონება შეიძლება გაიცეს სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დაწესებულების გადაწყვეტილებით.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღები ვალდებულია, სარგებლობაში მიღებული ქონება გამოიყენოს მიზნობრივად, უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა, შეასრულოს სხვა პირობები, აგრეთვე გადაიხადოს ამ ქონების რეგისტრაციისა და სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები და აანაზღაუროს ზიანი (სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება