1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი და უძრავი ნივთები განიკარგება ამ დებულებით დადგენილი ფორმებითა და წესით.
2. დაწესებულების მიერ სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) პირდაპირი მიყიდვა აუქციონის გარეშე;
ბ) უსასყიდლოდ გადაცემა;
გ) რეალიზაცია;
დ) გაცვლა;
ე) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის გადაცემა;
ვ) მოდერნიზება (გადაკეთება);
ზ) გამოყენება სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში;
თ) დაშლა;
ი) უტილიზაცია (გადამუშავება);
კ) განადგურება.
3. აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი