1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი და უძრავი ნივთები ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, პირობით ან პირობის გარეშე, სარგებლობაში შეიძლება გადაეცეთ ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ პირებს.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ დაწესებულების ნების თავისუფლებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, თუ სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემა არ წარმოადგენს ამ დაწესებულების კანონისმიერ ვალდებულება