1. უტილიზაციის (გადამუშავების) შედეგად სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი იცვლის ქიმიურ შემადგენლობას ან/და ფიზიკურ მდგომარეობას ან/და ირღვევა მისი მთლიანობა ან/და დეფორმირდება, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება მისი დანიშნულებით გამოყენება, აგრეთვე დანიშნულების, კონსტრუქციისა და დამამზადებლის დადგენა.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების უტილიზაციის (გადამუშავების) საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი გადაწყვეტილება. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება გამოიცემა სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. დაწესებულების მიერ უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებულ ქონება აღირიცხება როგორც ჯართი, ნედლეული, მასალა.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების უტილიზაციას (გადამუშავებას) უზრუნველყოფს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან სხვა დაწესებულება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი.
5. უტილიზაციას (გადამუშავებას) დაქვემდებარებული ქონება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აღიწერება უტილიზებას (გადამუშავებას) დაქვემდებარებული ქონება, ამ ქონების მახასიათებლები, რაოდენობა, ზომა, წონა, მოცულობა.
6. უტილიზაციის (გადამუშავების) შემდეგ, გადამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება გადამუშავების აქტი, რაც წარმოადგენს უტილიზებული (გადამუშავებული) სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და უტილიზაციის (გადამუშავების) შედეგად მიღებული ქონების აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესი