1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიზანია საპენსიო ფონდის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების, მმართველობითი საბჭოს და საპენსიო ფონდის კომიტეტების ტექნიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, საპენსიო ფონდის ყველა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და გარე კომუნიკაციციისა და კოორდინაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს მივლინებებს, საერთაშორისო ვიზიტებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციას;
ბ) საპენსიო ფონდის უზრუნველყოფა ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
გ) საპენსიო ფონდის კუთვნილი ქონების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მათი უფლებამოსილი პირებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა. საპენსიო ფონდის მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება;
დ) სასაწყობე მეურნეობის მართვა, აუცილებელი მინიმალური მარაგების/ნაშთების შესახებ ინფორმაციის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და აღნიშნული მარაგების/ნაშთების კონტროლი;
ე) საპენსიო ფონდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკის გამართულობისა და უსაფრხოების უზრუნველყოფა, ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის მოვლა-შენახვა;
ვ) საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ შენობასა და ტერიტორიული სამსახურების ოფისებში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვის და შრომის უსაფრთხოების დამატებითი რეგულაციების უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებული კორესპონდენციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
თ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკასთან;
ი) საპენსიო ფონდის საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის, მათ შორის საპენსიო ფონდის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული კორესპონდენციის, მონიტორინგი და აღრიცხვა, ასევე, ასეთი კორესპონდენციის დროული დამუშავება;
კ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის, დამსაქმებლებისთვის, თვითდასაქმებული პირებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის, პრაქტიკული ან/და მეთოდოლოგიური მომსახურების გაწევა ადგილზე ან დისტანციურად (ცხელი ხაზის მეშვეობით);
ლ) საპენსიო ფონდის ცხელი ხაზით უზრუნველყოფა და მისი მეშვეობით შემოსული ზარების მიღება, მონიტორინგი, პასუხის გაცემა/კონსულტაციის გაწევა;
მ) მონაწილეთა მომსახურების სივრცე(ებ)ში დაინტერესებულ პირებთან უშუალო კომუნიკაცია და სათანადო მომსახურების/კონსულტაციის გაწევა;
ნ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული კითხვების/მოთხოვნების მიღება, გადამოწმება, კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება ან/და საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადაგზავნა შესაბამისი რეაგირებისთვის;
ო) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ