1. საპენსიო ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავენ შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორები და მათი მოადგილეები.
2. გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობასა და შედეგებზე, გარდა საინვესტიციო, რისკებისა და შიდა აუდიტის მიმართულებებისა და იმ საკითხებისა, რომლებიც სხვაგვარად არის განსაზღვრული კანონით, რეგულაციით ან მმართველობითი საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტებით (პოლიტიკით).
3. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ნაწილია დირექტორატი, რომელიც შედგება ყველა აღმასრულებელი დირექტორისაგან, გარდა შიდა აუდიტის უფროსისა. დირექტორატის წევრები ასევე არიან გენერალური დირექტორის მოადგილეები. დირექტორატს თავმჯდომარეობს გენერალური დირექტორი. დირექტორატის საქმიანობის წესები განისაზღვრება მის მიერვე დამტკიცებული წესდებით, რომელიც არ საჭიროებს მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებას.
4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებული არიან გენერალურ დირექტორს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია და ანგარიში მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. შიდა აუდიტის უფროსი უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულების დროს გამოვლენილი საკითხების შესახებ ინფორმაციის/ანგარიშის მიწოდებას დირექტორატისათვის.
5. საპენსიო ფონდის ყველა სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ყოველდღიური საქმიანობის მართვაზე. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყოს. დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ამ დეპარტამენტის შიდა სტრუქტურული ერთეულის – სამმართველოს ხელმძღვანელი. საინვესტიციო სამსახურისა და რისკის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებს წარმოადგენენ აღმასრულებელი დირექტორები – მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია აღმასრულებელი დირექტორი — შიდა აუდიტის უფროსი. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი შეარჩევენ თავიანთ მოადგილეებს და დასანიშნად წარუდგენენ გენერალურ დირექტორს.
6. თუ დებულების მე-2 ნაწილში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გენერალურ დირექტორთან კოორდინაციით, ამზადებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას, რომელსაც გენერალური დირექტორი წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად.
7. თუ დებულების მე-2 ნაწილში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. შესაბამისი უფლებამოსილებების მოადგილისთვის გადაცემა ხორციელდება გენერალური დირექტორისათვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანება