1. საპენსიო ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს:

ა) მმართველობითი საბჭოს მეშვეობით;

ბ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით, რომლის შემადგენლობაში არიან:

ბ.ა) საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი;

ბ.ბ) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;

ბ.გ) მთავარი რისკის ოფიცერი;

ბ.დ) შიდა აუდიტის უფროსი;

ბ.ე) მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული სხვა აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამისი კომიტეტების მეშვეობით.

2. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) საინვესტიციო სამსახური;

ბ) რისკის მართვის სამსახური;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) საფინანსო დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ზ) საოპერაციო და პენსიების დანიშვნა-გაცემის დეპარტამენტი;

თ) მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი;

ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტი;

მ) პრეტენზიების განხილვის სამსახური.

3. საპენსიო ფონდი ფუნქციებს ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და დეპარტამენტების მეშვეობით. სტრუქტურული ერთეულები შესაძლოა დაიყოს სამმართველოებად, რათა სათანადოდ და ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.

4. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), ამ დებულების შესაბამისად, შეიმუშავებს და მმართველობით საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს ამ მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სტრუქტურებს. სტრუქტურული ერთეულებისა და მათი თანამშრომლების ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულ თითოეული თანამშრომლის სამუშაო აღწერილობაშ