1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისგან. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მმართველობითი საბჭო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე. საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მმართველობითი საბჭოს მიერ.

2. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს სულ მცირე 6 (ექვსი) წევრისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორის მიმართვის საფუძველზე წარადგენენ მსხვილ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებები/ასოციაციები. საკონსულტაციო ჯგუფის წევრად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი დარგის ექსპერტიც.

3. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციები განხილული უნდა იქნეს მმართველობითი საბჭოს მიერ მომდევნო სხდომაზე საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციების მიღების შემდეგ.

4. მმართველობითი საბჭო ან თითოეული კომიტეტი უფლებამოსილია საკუთარ წევრთაგან, აღმასრულებელ დირექტორთაგან და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელთაგან ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მმართველობითი საბჭოს ან შესაბამისი კომიტეტის ფუნქციების განხორციელების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სამუშაო ჯგუფს დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლი