1. საპენსიო ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავენ შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორები და მათი მოადგილეები.

2. გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობასა და შედეგებზე, გარდა საინვესტიციო, რისკებისა და შიდა აუდიტის მიმართულებებისა და იმ საკითხებისა, რომლებიც სხვაგვარად არის განსაზღვრული საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით.

3. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ნაწილია დირექტორატი, რომელიც შედგება ყველა აღმასრულებელ დირექტორისაგან, გარდა შიდა აუდიტის უფროსისა. დირექტორატის წევრები ასევე არიან გენერალური დირექტორის მოადგილეები. დირექტორატს თავმჯდომარეობს გენერალური დირექტორი. დირექტორატი მათ შორის უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირებას. დირექტორატის საქმიანობის წესები განისაზღვრება მის მიერვე დამტკიცებული წესდებით, რომელიც არ საჭიროებს მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებას.

4. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულნი არიან, გენერალურ დირექტორს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია მისი ფუნქციების შესრულების დროს გამოვლენილი საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დირექტორატს.

5. საპენსიო ფონდის ყველა სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ყოველდღიური საქმიანობის მართვაზე. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყოს. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ამ სტრუქტურული ერთეულის – სამმართველოს ხელმძღვანელი. საინვესტიციო სამსახურისა და რისკის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებს წარმოადგენენ აღმასრულებელი დირექტორები – მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია აღმასრულებელი დირექტორი – შიდა აუდიტის უფროსი.

6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გენერალურ დირექტორთან კოორდინაციით, ამზადებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას, რომელსაც დამტკიცების მიზნით გენერალური დირექტორი წარუდგენს მმართველობით საბჭოს შესათანხმებლად.

7. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. შესაბამისი უფლებამოსილებების მოადგილისთვის გადაცემა ხორციელდება გენერალური დირექტორისათვის მიმართვის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ გამოსცემს შესაბამის ბრძანება