1. საპენსიო ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს:
ა) მმართველობითი საბჭოს მეშვეობით;
ბ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით, რომლის შემადგენლობაში არიან:
ბ.ა) საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი;
ბ.ბ) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;
ბ.გ) მთავარი რისკის ოფიცერი;
ბ.დ) შიდა აუდიტის უფროსი; და
ბ.ე) მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული სხვა აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი.
2. საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) საინვესტიციო სამსახური;
ბ) რისკის მართვის სამსახური;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
დ) საფინანსო დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ზ) საოპერაციო და პენსიების დანიშვნა/გაცემის დეპარტამენტი;
თ) მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი;
ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
კ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ლ) იურიდიული დეპარტამენტი;
მ) დავების განხილვის ცენტრი.
3. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქციები ხორციელდება შესაბამისი სამსახურების მეშვეობით და პრეტენზიების განხილვა დავების განხილვის ცენტრის მეშვეობით, საპენსიო ფონდის დანარჩენი სტრუქტურული ერთეულები უნდა ჩამოყალიბდნენ დეპარტამენტებად ან მათ დაქვემდებარებაში მოქმედ სამმართველოებად, რათა სათანადოდ და ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.
4. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი) შეიმუშავებს და მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო ფონდის თითოეული დეპარტამენტის დებულებასა და სტრუქტურას. დეპარტამენტებისა და მათი თანამშრომლების ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულ თითოეული თანამშრომლის სამუშაო აღწერილობაშ