1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი) მოწყობისა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.

2. საპენსიო ფონდი არის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

3. საპენსიო ფონდი დამოუკიდებელია თავისი საქმიანობის, ფუნქციებისა და კომპეტენციის განხორციელებაში, მათ შორის, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და ბიუჯეტის თვალსაზრისით.

4. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო (შემდგომში – მმართველობითი საბჭო) არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6. საპენსიო ფონდი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და სასამართლოში გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. წინამდებარე დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისა