1. მმართველობითი საბჭო შედგება 9 (ცხრა) წევრისგან, რომელთაგან სამი წევრი დანიშნულია კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხუთი წევრი დანიშნულია კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთი წევრი დანიშნულია თანამდებობრივად.
2. მმართველობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.
3. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს:
ა) მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი;
ბ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად მმართველობითი საბჭოს წევრია.
4. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ დანიშვნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს მათი მმართველობითი საბჭოს წევრობის დარჩენილ ვადას.
5. მმართველობითი საბჭოს წევრი თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ ხელახლა შესაძლოა აირჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ჯამურად არ აღემატება 6 (ექვს) წელს.
6. მმართველობითი საბჭო სხდომებს ატარებს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
7. გენერალური დირექტორი ხმის მიცემის უფლების გარეშე ესწრება მმართველობითი საბჭოს ყველა სხდომას, გარდა რიგგარეშე სხდომისა.
8. იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება მმართველობითი საბჭოს ყველა სხდომას, გარდა რიგგარეშე სხდომებისა, ხმის მიცემის უფლების გარეშე და ასრულებს მმართველობითი საბჭოს სხდომის მდივნის ფუნქციას. გენერალური დირექტორი და სხდომის მდივანი უზრუნველყოფენ მმართველობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სხდომის მდივანი ადგენს სხდომის ოქმს და გადასცემს მას მმართველობითი საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად, ასევე ინახავს ოქმს ან/და გადასცემს მის ასლებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომა იმართება იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარეშე, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის მდივანს მმართველობითი საბჭოს წევრთაგან.
9. საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე სხვა მოწვეული პირები შეიძლება დაესწრონ მმართველობითი საბჭოს სხდომას, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან მმართველობითი საბჭოს სულ მცირე ორი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.
10. თუ მმართველობითი საბჭოს სხდომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მმართთველობითი საბჭოს თავმჯდომარე არ მოაწერს ხელს შესაბამის დადგენილებას, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ენიჭება უფლება მოაწეროს ხელი აღნიშნულ დადგენილება