საოპერაციო და პენსიების დანიშვნის/გაცემის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა;
ბ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ადმინისტრირება და პორტფელის ერთეულების გაანგარიშება/გამოთვლა;
გ) მონაწილეების ინფორმირება საპენსიო აქტივებზე მათი უფლებების შესახებ (მათ შორის, პენსიის მიღების ფორმების შესახებ) და პენსიის გაცემა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მონაწილის, პენსიის მიმღების და მემკვიდრის მიერ მისაღები საპენსიო აქტივის ღირებულების გამოთვლა და გადახდა;
ე) საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის განსაზღვრა და მართვა;
ვ) სხვა ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების მომზადება;
ზ) საპენსიო შენატანების აკუმულირებისათვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მიზნით, საქართველოში შესაბამისი ლიცენზიის მქონე კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებების წარმოება და აღნიშნული ანგარიშების მართვა და აღნიშნულის თაობაზე რისკის მართვის სამსახურის წინაშე ყოველთვიური ანგარიშგება;
თ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ