1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს მმართველობითი საბჭო და მათ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს 5 (ხუთი) წლის ვადით. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მმართველობითი საბჭო.
2. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული, სულ მცირე, 2 (ორი) ადგილობრივი საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად აქვს უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
4. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
5. მმართველობითი საბჭოს მიერ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დასანიშნად შერჩეული კანდიდატი ექვემდებარება მარეგულირებელი წესის შესაბამისად შესაფერისობის შემოწმებას.
6. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს მმართველობითი საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი, ხოლო კონკურსის ჩატარების ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.
7. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შეიმუშავებს აღმასრულებელი დირექტორების შერჩევისა და შეფასების დეტალურ პროცესსა და კრიტერიუმებს, ასევე ამზადებს მათი ანაზღაურების პაკეტის წინადადებებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.
8. კონკურსის დასრულებისას დგება მმართველობითი საბჭოს სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
9. მმართველობითი საბჭო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს შერჩეულ კანდიდატთა შორის საუკეთესო კანდიდატს. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ან ეროვნული ბანკისაგან კანდიდატის დანიშვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, კონკურსს აცხადებს განმეორებით, ან ეროვნულ ბანკს წარუდგენს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში მომდევნო საუკეთესო შერჩეულ კანდიდატს.
10. აღმასრულებელი დირექტორი შესაბამის კომიტეტთან შეთანხმებით, თავად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან მის მოადგილეს, გენერალური დირექტორისათვის მიმართვის გზით, თუ მმართველობითი საბჭოს მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მარეგულირებელი წესით გათვალისწინებულ შესაფერისობის მოთხოვნებ