1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომელიც უერთდება წინამდებარე შეთანხმებას, წარმოადგენს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრს, რამდენადაც ის თანხმდება მასთან მიმართებაში წინამდებარე შეთანხმების სავალდებულოობაზე.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს წინამდებარე შეთანხმების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
3. წინამდებარე შეთანხმებაში იგულისხმება, რომ ტერმინი „მთავრობა“ მოიცავს სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მუდმივ დამკვირვებელს, ევროკავშირს და ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ანალოგიური ვალდებულებები საერთაშორისო შეთანხმებების, კერძოდ, სასაქონლო შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებათა წარმოებასთან, მათ ხელმოწერასთან, გაფორმებასთან, რატიფიკაციასა და განხორციელებასთან მიმართებაშ