1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მმართველობითი საბჭოს კომიტეტს ან კომიტეტებს, გენერალურ დირექტორს, სხვა აღმასრულებელ დირექტორს ან საპენსიო ფონდში დასაქმებულ სხვა ნებისმიერ პირს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, რეგულაციას, დებულებასა და მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილ წესებს, სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს თავისი ფუნქციები/უფლებამოსილებები. გენერალური დირექტორის მიერ მასთან ნორმატიული აქტის გამოცემის შეთანხმების დელეგირებას განახორციელებს, აღნიშნული დელეგირება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მმართველობითი საბჭოს შესაბამის კომიტეტზე.
2. მმართველობითი საბჭოს მიერ რომელიმე მისი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომლითაც უნდა განისაზღვროს, თუ რომელ ორგანოზე/ორგანოებზე ხდება დელეგირება და რომელი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება. ყველა ასეთ დელეგირებას უნდა გააჩნდეს დელეგირების უფლების ამოქმედების თარიღი, რომელიც განახლდება ყოველი ახალი დელეგირების განხორციელების ან არსებული დელეგირების ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში.
3. დელეგირების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს დელეგირებული პირ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგ