1. ამ დებულების დანართი 1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა ძალაში შედის მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნისთანავე.
2. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე საპენსიო ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად.
3. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნამდე მმართველობითი საბჭო განახორციელებს 2025 წლის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის ცვლილებებს გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელი დირექტორების და მათი მოადგილეების მიმართულებით.
4. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე, 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი ყველა კომიტეტი აგრძელებს ფუნქციონირებას როგორც ამ დებულებით განსაზღვრული საკონსულტაციო საბჭო, გენერალური დირექტორის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან 90 დღის ვადაში, ერთი მხრივ, გენერალურმა დირექტორმა უნდა უზრუნველყოს საპენსიო ფონდის ახალი საშტატო ნუსხისა და 2025 წლის დარჩენილი პერიოდის ბიუჯეტს კორექტირება და წარუდგინოს ის მმართველობით საბჭოს, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ ვადაში მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების – განახლებული საშტატო ნუსხისა და კორექტირებული ბიუჯეტის აღნიშნულ ვადაში დამტკიცება.
6. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან და 2025 წლის დარჩენილი პერიოდის ბიუჯეტის კორექტირებასა და საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე ძალაში რჩება 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი და საშტატო ნუსხა.
სსიპ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილა